Calcioscommesse: "More shocking news to come. No Napoli players involved." The details2023 წლის სპორტული ფესტივალის საპატიო სტუმარმა რობერტო ბაჯომ იტალიურ ფეხბურთში ატეხილ ახალ სკანდალზე მკაცრად ილაპარაკა. საქმე ფეხბურთელების ტოტალიზატორში თამაშს ეხება.

რობერტო ბაჯო იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ან სულაც ყველაზე დიდი ვარსკვლავია. მან თქვა: „როგორც კი ამ სკანდალის შესახებ შევიტყვე, საშინელი ღელვა ვიგრძენი. ეს გრძნობა ჩემთვის უცხო არ არის, გეგონება იმის გამო, რომ ფეხბურთი მიყვარს, დამნაშავე ვიყო და ვისჯებოდე.

მარადონამ თქვა ბურთი არ ისვრებაო, მაგრამ ჩვენ მას ლაფში ადრეც ვთხვრიდით და ახლაც იმავეს ვაგრძელებთ. გეგონება, ის რაც დღეს მოხდა, ადრე არასდროს მომხდარა. ლიცენზიაჩამორთმეული მწვრთნელები და შეკრული ჟურნალისტები უსირცხვილოდ განაგრძობენ ფეხბურთში საქმიანობას და მასზე ლაპარაკს.

ამ ამაზრზენი ისტორიის ნამდვილი მსხვერპლი კი გულშემატკივარია, რომელიც თავის საყვარელ გუნდს ასობით კილომეტრში მიჰყვება, ყიდულობს გაზეთებს და იხარჯება ფასიანი ტელეარხების გამოწერაში. საბოლოოდ ფეხბურთის სიყვარული მარცხდება. ამიტომაც ისინი უნდა მოგვშორდნენ. ყველანი! სანამ გვიან არ არის”.

ბაჯოს ამ სიტყვებმა რეზონანსი გამოიწვია. ჟურნალისტმა მაურიციო პისტოკიმ კი ბაჯოს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევა მოითხოვა. მას მიაჩნია, რომ „ღვთაებრივი ცხენისკუდა” იტალიური ფეხბურთის ტალახისგან გაწმენდას შეძლებს.

სკანდალს კი უკვე შეარქვეს სახელი: კალჩოსკომეზე. ეს „ფეხბურთში ფსონებს” ნიშნავს. ორიოდ დღის წინ ცნობილი გახდა, რომ იტალიის ნაკრების სამი ფეხბურთელი, მათ შორის „ასტონ ვილასა” და „ნიუკასლ იუნაიტედის” ნახევარმცველები ნიკოლო ძანიოლო და სანდრო ტონალი ტოტალიზატორში ფსონებს ჩადიოდნენ. გამოძიებამ გამოააშკარავა, რომ ამ საქმიანობას სერია A-ს ზოგი მოთამაშეც მისდევს და ვნებათაღელვა აქედან დაიწყო.

ჟურნალისტმა ფაბრიციო კორონამ საიდანაც ჯერ არს გამოიტანა ინფორმაცია, რომ სკანდალში „ნაპოლის” ფეხბურთელები არ არიან ჩათრეულები.