Victor Osimhen of SSC Napoli celebrates with team mate Khvicha Kvaratskhelia after scoring the goal of 1-1 during the Serie A football match between...ნიგერიულ იუთუბის არხ Korty Eo-თვის მიცემულ ინტერვიუში „ნაპოლის” ვარსკვლავმა ვიქტორ ოსიმენმა თავის ცხოვრებაზე, ფეხბურთის სიყვარულსა და ოჯახზე ილაპარაკა. ნიგერიელმა, რომელიც მოედანზე თავდადებით არის ცნობილი, ბავშვობა გაიხსენა:

„პოპულარობა ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ის მნიშვნელოვანი არ არის. უამრავი ადამიანია ცნობილი, მაგრამ საბანკო ანგარიში წითელს უნთებთ. კიდევ, დღევანდელ მსოფლიოში სიყვარულის დანახვაა ძნელი. ამიტომაც, როდესაც ქუჩაში გავდივარ და ხალხის სიყვარულს ვგრძნობ, ვხვდები, რომ ეს დიდი პრივილეგიაა. ცხოვრებაში მოკრძალებული ადამიანი უნდა იყო. ბავშვობაში პროფესიონალ ფეხბურთელობაზე მხოლოდ თუ ვიოცნებებდი. ხელმოკლე ოჯახში ვცხოვრობდი, ქუჩებში გაზეთებს და წყალს ვყიდდი. ამით ვცდილობდი ოჯახს დავხმარებოდი. ხანდახან სახლში შუქი არ გვქონდა. აქ, ლაგოსში ერთი მეგობარი მყავდა, რომელიც საკვებს მაძლევდა და ასე გამქონდა თავი. დრო და დრო „ინდომის” პაკეტსა (ატრიის ნახევარფაბრიკატის მწარმოებელი ინდონეზიური ფირმაა) და პურზე გადავდიოდით”.

როდესაც სიტყვა ფეხბურთზე ჩამოვარდა, ოსიმენმა ლეგენდარული დიეგო მარადონასადმი თავისი აღფრთოვანება გამოხატა.

„მარადონა? ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. გამორიცხულია ნეაპოლში ფეხბურთელმა ისეთი რამ გააკეთოს, რომ მარადონას გაუტოლდეს”.

შემდეგ ოსიმენმა თქვა, რომ ის უძრავი ქონების ბაზარში დებს ინვესტიციებს, რაც თავისი ოჯახის სტაბილური მომავლის უზრუნველსაყოფად სჭირდება.

„ფეხბურთი დროებითია. ამიტომ, გადავწყვიტე უძრავ ქონებაში ჩავდო ფული, თუმცა ჩემი ნამდვილი გატაცება გოლების გატანა და მოედანზე სიამოვნების მიღებაა”.

მშობლების გარდაცვალებამ ნიგერიელი ვერ გატეხა. მან თქვა:

„დედა დიდი ხნის წინ დავკარგე, მამა კი 2020 წელს გარდამეცვალა. ვიცი, ისინი ჩემით ამაყობენ. ფეხბურთში ნაშოვნი პირველი ფულით მამაჩემს სახლი ვუყიდე და ეს ჩემს ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად მიმაჩნია. ოჯახის სახელის ღირსეულად ტარება იოლი საქმე არ არის. ბევრი ჩემზე ცუდად ლაპარაკობს, რადგან ცხოვრებას ფული ურჩევნიათ, მაგრამ მე დღესაც იმავე ვნებით ვთამაშობ, როგორითაც ბავშვობაში ვთამაშობდი. იმავეს ვაკეთებ, რასაც ბავშვობაში ვაკეთებდი. მენტალიტეტი არ შემიცვლია.

ღმერთს ზარმაცი ადამიანები არ უყვარს, რომლებიც სხედან და სასწაულს ელოდებიან. შენ ყოველთვის უნდა იშრომო და უფალი მოწადინებას გადაჭარბებით დაგიფასებს. ყველაფერი, რასაც საკუთარ თავს ვუწინასწარმეტყველებდი, ავიხდინე. თან, თუ გავითვალისწინებთ საიდან მოვდივარ, შეუძლებელია თავი ლეგენდად არ ვიგრძნო. იმდენად პრიზების გამო არა, რამდენადაც იმიტომ, რომ შემიძლია სარჩო-საბადებელი ვიშოვო, ჩემი ოჯახი და ახლობლები შევინახო. ჩემს უდიდეს გამარჯვებად სწორედ ეს მიმაჩნია”.

ბოლოს ოსიმენმა „ნაპოლიში” გადასვლის ისტორია გაიხსენა:

„ხალხი მეუბნებოდა, იტალიაში ისეთი ძალისმიერი ჩემპიონატია, რომ ოთხ გოლსაც კი ვერ გაიტანო. მე მათ ყოველთვის კითხვით ვპასუხობდი: „თქვენ ჩემს უნარებს იცნობთ?”. როდესაც ასე მელაპარაკებიან, თუნდაც არ ვიცოდე რა როგორ უნდა გავაკეთო, ყველა ღონეს ვხმარობ, რომ ვისწავლო და როდესაც გამოწვევას ვძლევ, მიხარია”.