„სქაი სპორტი” „ნაპოლის” კამერუნელი ნახევარმცველის ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას ტრავმის შესახებ წერს:

„ზამბო ანგისამ, რომელმაც „ფიორენტინასთან” შეხვედრა ტრავმით, ნაადრევად დატოვა, სამედიცინო გამოკვლევა გაიარა. გამოკვლევამ მარცხენა თეძოს ბიცეპსის მსუბუქი ტრავმა აჩვენა. ნახევარმცველმა მკურნალობა უკვე დაიწყო. კამერუნელს დაახლოებით ორ-სამ კვირიანი უქმობა მოუწევს”.

„ნაპოლი” 29 ოქტომბერს „მარადონაზე” „მილანს” მასპინძლობს და მწვრთნელ რუდი გარსიას იმედი აქვს, რომ ანგისა ამ შეხვედრაში მონაწილეობას შეძლებს.

Andre-Frank Zambo Anguissa of SSC Napoli is treated before being substituted due to injury during the Serie A TIM match between SSC Napoli and ACF...