საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირი წაგებით დაიწყო.
გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი შეხვედრა ქუთაისში, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.
ანგარიში ავსტრიელებმა გახსნეს, მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ავსტრიელთა ფორვარდმა ადეჯენუგურემ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში დანიის ნაკრებმა ლიეტუვა 4:1 დაამარცხა.
საქართველო ნაკრები მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, 17:00 საათზე დანიასთან გამართავს, შესარჩევის ბოლო შეხვედრას კი 17 ოქტომბერს, ლიეტუვის წინააღმდეგ ჩაატარებს.
საქართველო-ავსტრია 1:2
გოლები: 0:1 ადეჯენუგურე (14), 1:1 გვასალია (59), 1:2 ადეჯენუგურე (87)
საქართველო: ყავლაშვილი, ამისულაშვილი, ხარებაშვილი, შათირიშვილი, გვასალია, წულაია, სურგულაძე, სალია, დანელია (73. მჟავანაძე), ჩიქოვანი (69. ჩუბინიძე), გოგილაშვილი.
მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური