დღეს დილით ნეაპოლში, კორსო ვიტორიო ემენუელეზე მდებარე სასტუმრო „პარკერ ოტელში” გაიმართა „ნაპოლის” ტოპ-მენეჯერებისა და მწვრთნელის რუდი გარსიას შეხვედრა. შეხვედრის აუცილებლობა შაბათს „ფიორენტინასთან” 1:3 დამარცხებამ განაპირობა. შეხვედრის ბოლოს მოხდა ბოლო პერიოდისთვის უპრეცედენტი რამ, „მარადონაზე” ტრიბუნებმა თავიანთ ფეხბურთელებს უსტვინეს.
ჟურნალისტმა ჯენარო დელ ვეკიომ ინტერნეტში დაწერა: „შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. კლუბმა გადაწყვიტა რუდი გარსიასთან ერთად განაგრძოს მუშაობა. თათბირის დამთავრების შემდეგ გარსია საფრანგეთში გაფრინდა. „აძურის” მეპატრონის აურელიო დე ლაურენტისის მოთხოვნა მკაფიოა: ოთხეულში შესვლა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლების მოპოვება”.
სანაკრებო შესვენების შემდეგ „პარტენოპეელებს” სამი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვთ: „ვერონასთან” შინ, „უნიონ ბერლინთან” ბერლინში და „მილანთან” შინ.
ამრიგად, გარსიას მომავალზე მსჯელობა ნოემბრისთვის გადაიდო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 10:56კვარა – ერთადერთი მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა სამყაროდან
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 09:49იამალი, ლუის ენრიკე, ვოზინია და ფრანს ფუტბოლის სხვა ნომინანტები
მთავარი ამბავი09/09/2026 | 08:32ფრანს ფუტბოლის ოცდაათეული სრულად
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
