Head coach Italy Luciano Spalletti reacts during the UEFA EURO 2024 European qualifier match between Italy and Ukraine at Stadio San Siro on...ლუჩანო სპალეტიმ, რომელმაც „ნაპოლის” 2022-23 წლების სეზონში ისტორიაში მესამე სკუდეტო მოაგებინა, კამპანიურ კლუბთან ურთიერთობაში ახალი ნაბიჯი გადადგა — ის „პარტინოპეელთა” ინსტაგრამის მიმდევარი აღარ არის.

ეს ფაქტი გულშემატკივრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო: ადამიანებად, ვისაც იტალიის ნაკრების თავკაცის ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად მიაჩნია და ხალხად, ვისთვისაც ეს არაფერს ნიშნავს. მათ შორის ინტერნეტში გაცხოველებული კამათი მიმდინარეობს.

ზემოთ ნახსენები სკუდეტო „ნაპოლისთვის” მესამე იყო, თავად სპალეტისთვის კი პირველი გახლდათ.

„ემპოლის”, „სამპდორიას”, „ვენეციას”, „უდინეზეს”, „ანკონას”, „რომას”, „ზენიტისა” და „ინტერის” ყოფილმა მწვრთნელმა „ნაპოლი” ზაფხულში, ჩემპიონის ტიტულის მოგებისთანავე დატოვა.