„მილანი” გენუაში შეხვედრის ბოლოს, 87-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით სერია A-ს ცხრილიში პირველ ადგილზე გადავიდა. გოლი, რომელიც კრისტიან პულიშიჩმა შეაგდო ამ შეხვედრაში ერთადერთი იყო. ეპიზოდი VAR-მა შეამოწმა, მაგრამ დაადგინა, რომ პულიშიჩს ბურთისთვის ხელი არ შეუხია.
„როსონერის” ბრწყინვალედ ნამდვილად არ უთამაშია, მაგრამ მეტწილად მოსაწყენი ფეხბურთი საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ მილანელებს 21 ქულა დაეგროვებინათ და 19-ქულიანი „ინტერის” წინ მოკალათებულიყვნენ. მილანელთაგან ყვითელი ბარათი მიიღო თეო ერნანდესმა, რომელიც „იუვენტუსთან” შეხვედრას გამოტოვებს. მომდევნო ტურის შეხვედრაში ვერც მეკარე მაიკ მინიო ითამაშებს. ის 90+9 წუთზე სახიფათო გამოვარდნისა და მეტოქესთან შესკდომისთვის გააძევეს. ფრანგის მაგივრად კარში მისი თანამემამულე, ცნობილი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ დადგა და ბოლო წუთებში გამოცოცხლებული თამაშის ერთ ეპიზოდში თავი არ შეურხვენია.
საინტერესოა, რომ ამ ამბიდან 4 წუთის შემდეგ ანუ 90+13-ზე მსაჯმა წითელი ბარათი „ჯენოას” ესპანელ მეკარეს ხოსეპ მარტინესსაც ამოუღო, თან… მეტოქის საჯარიმოში, სადაც ის თანაგუნდელების დასახმარებლად ჩავიდა და ეშხში შესულმა უხეში ვარდნა შეასრულა. ამ ეპიზოდში მან მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა.