„მალიორკასა” და „ვალენსიას” შეხვედრის სტატისტიკა გვეუბნება, რომ მასპინძლებმა გიორგი მამარდაშვილის კარის მიმართულებით ცხრაჯერ დაარტყეს. ამ დარტყმებიდან ჩარჩოში წავიდა 5, რომელთაგან ქართველმა გოლკიპერმა 4 მოიგერია. ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ მამარდაშვილის მიერ მოგერიებული დარტყმებიდან სულ მცირე ორი გამორჩეული და რთული მოსაგერიებელი იყო. შეხვედრა დასრულდა 1:1.
„მას მერე, რაც პირველ წუთებში გოლი გავუშვით, საქმე გაგვირთულდა, მაგრამ მაინც არ გავჩერდით და სახიფათო მომენტების შექმნას ვცდილობდით. პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში გავქვითეთ, მერე კი ისევე როგორც მეტოქეს გამარჯვების გოლის გატანა გვინდოდა. მოგება ორივე გუნდს შეეძლო, ამიტომ ფრე სამართლიანი ანგარიშია”, — თქვა მატჩის შემდეგ „ვალენსიას” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ. ის, რომ ფრე სამართლიანი შედეგი იყო, მალიორკელთა თავკაცმა ხავიერ აგირემაც დაადასტურა.