საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდში, თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთის ნაკრები 5:2 დაამარცხა და მონდიალზე მოხვედრის შანსი დაიტოვა. თუმცა…
საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი შეაგდო: ანგარიში სიმი საიოტმა, გახსნა, მერე იყო იირო ვანჰას ავტოგოლი და ბოლოს ბინიოს გოლი.
მეორე ტაიმში ფინელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ ბინიომ სხვაობა ისევ სამბურთიანი გახადა. მატჩი ბოლოს ვაბანკზე წასულ ფინელებს ჩვენმა მეკარემაც გაუტანა და ფინელები პრესტიჟის გოლსღა დასჯერდნენ.
ჩვენივე ჯგუფში პორტუგალიამ სტუმრად 6:5 მოუგო სომხეთს და 9 ქულით ლიდერობს; საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს; ფინელებს – 3; ხოლო სომხეთმა სამივე წააგო.
საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, ტურკუში, ისევ ფინეთს ეთამაშება.
ელიტრაუნდში 20 გუნდი ხუთ ჯგუფშია გადანაწილებული, საიდანაც პირდაპირ ფინალში გამარჯვებულები გავლენ, ხოლო ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი საგზურის მფლობელ კიდევ ორ ნაკრებს ფლეი ოფის გზით გამოავლენს.
თუმცა, იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები საფრთხის წინაშე დგანან, რადგან UEFA საკმარისზე მეტად ნატურალიზებული ფეხბურთელების გამო, დასჯას უპირებს.