Napoli players greet fans at the end of the UEFA Champions League Group C football match between Napoli and Real Madrid at the Diego Armando Maradona...კვირას, საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე „ნაპოლი” „ფიორენტინას” მასპინძლობს. როგორც „კორიერე დელო სპორტი” წერს, მოსალოდნელია, რომ რუდი გარსიამ ამ შეხვედრაში „რეალთან” ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით შემადგენლობა ხუთი ფეხბურთელით შეცვალოს.

„ელმასის გამოყენება შეიძლება როგორც ნახევარდაცვაში, ასევე ფრთაზე. „რეალთან” ის მარჯვენა ფრთაზე პოლიტანოს ნაცვლად შევიდა.

ფლანგზე თამაშის კანდიდატია რასპადორიც. ის მიმდინარე სეზონში ნამდვილი ჯოკერია.

მარიო რუიმ მადრიდელებთან ორი წუთი ითამაშა და დიდი შანსია, რომ „რეალთან” შემადგენლობაში იქნება.

ნახევარდაცვაში ზამბო ანგისას პირველი ალტერნატივა კაიუსტი გახლავთ.

ლინდსტრომი, რომელიც „ლეჩესთან” სასტარტო შემადგენლობაში იყო, არ არის გამორიცხული კვლავ პოლიტანოს ნაცვლად ვიხილოთ”.