David and Victoria Beckham Netflix Documentary: What to Know – WWDამერიკულმა კომპანია Netflix-მა დევიდ ბექემის შესახებ დოკუმენტური მინი-სერიალი გადაიღო. სერიალი მოგვითხრობს ბევრ ბიოგრაფიულ ამბავს ლეგენდარული ბრიტანელი სპორტსმენის საფეხბურთო და ყოველდღიური ცხოვრებიდან. ამავდროულად, სერიალში ყველაზე განხილული და რეზონანსული ფრაგმენტი დევიდ ბექემისა და მისი მეუღლის საუბარი იყო.

ამრიგად, ვიქტორია ბექემმა თქვა, რომ ის  ჩვეულებრივი მუშათა კლასის ოჯახიდანაა. კარს მიღმა მყოფმა დევიდმა ეს გაიგო და გადაღების პროცესში ჩაერია. ყოფილმა ფეხბურთელმა მეუღლეს მოუწოდა, გულწრფელი ყოფილიყო და ეთქვა, რა ძვირადღირებული მანქანით დაჰყავდა მამას სკოლაში.

ამონარიდი სცენიდან:

ვიქტორია: ისინი ბევრს მუშაობდნენ. ჩემი ოჯახი მუშათა კლასიდანაა.

დევიდი: იყავი გულწრფელი!

ვიქტორია: გულწრფელი ვარ!

ევიდი: მამაშენს რა მანქანით დაჰყავდი სკოლაში?

ვიქტორია: კარგი, მამაჩემი იყო…

ევიდი: არა, ერთი პასუხი! როგორი მანქანა ჰყავდა?

ვიქტორია: კარგი! 80-იან წლებში მამაჩემს Rolls-Royce ჰყავდა…

დევიდი: გმადლობთ! (გადის).