საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს ამხანაგურად ტაილანდს დაუპირისპირდება, ხოლო 15-ში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში კვიპროსს უმასპინძლებს. ორივე მატჩი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართება.
ვილი სანიოლის გუნდი მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს.
ფრანგი სპეციალისტის განაცხადში ერთი დებიუტანტია – იტალიური „სპეციას“ 22 წლის მცველი ივა გელაშვილი. ნაკრები უახლოესი მატცებისთვის 24 ფეხბურთელით მოემზადება.
მეკარეები გიორგი ლორია („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი).
მცველები გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო).
ნახევარმცველები ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი).
თავდამსხმელები გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).