„ნაპოლისა” და „რეალის” ჩემპიონთალიგური შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მომენტი მადრიდელთა კარში დანიშნული პენალტი გახლდათ. მასზე პრეს კონფერენციებსა თუ მას-მედიაში ბევრი ილაპარაკეს. ამის პასუხად, ნეაპოლურმა საიტმა napolipiu.com-მა როგორც თვითონ წერს შენელებით გადაახვია მატჩის გამორჩეული მომენტები და ფრანგ მსაჯ კლემან ტურპენს კიდევ ორი ისეთი შეცდომა უპოვა, რომელაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია.
1. ვალვერდეს გოლამდე ცოტა ხნით ადრე, მენდიმ „რეალის” საჯარიმოში ხელით ითამაშა. ეს ოსიმენის ჩაწოდებას მოჰყვა. ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ რეალის განაპირა მცველი ბურთს ხელით ეხება. მსაჯს წესის ეს დარღვევა არ შეუმჩნევია. ამ ეპიზოდში „ნაპოლის” სასარგებლოპდ პენალტი უნდა დანიშნულიყო.
2. კუთხური, რომელსაც ვალვერდეს გოლი მოჰყვა, არ უნდა დანიშნულიყო. რუდიგერმა ოლივერას აშკარად ხელი ჰკრა. ტურპენმა ვერც ეს დარღვევა დაინახა.
სამართლიანობისთვის, napolipiu.com წერს, რომ არბიტრი იმ ეპიზოდშიც შეცდა, როდესაც „ნაპოლის” სასარგებლოდ პენალტი დანიშნა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/09/2026 | 08:41ინგლისში დახურული შეხვედრა გაიმართა
მთავარი ამბავი04/09/2026 | 07:50ლუის ენრიკე ტრანსფერებით კმაყოფილია
აქეთურ-იქითური03/09/2026 | 08:35იგეგმებოდა კილიან მბაპეს მოტაცება
მთავარი ამბავი03/09/2026 | 07:11პსჟ-ს ორი თამაშის თარიღი შეიცვალა
