დღეს, 4 ოქტომბერს, გაიმართა ფიფას საბჭოს სხდომა, რომელზეც გადაწყდა, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ტურნირის იტორიაში პირველად, სამ კონტინენტზე, ექვს ქვეყანაში გაიმართება. მატჩები ჩატარდება ყველა იმ ქვეყანაში, რომელმაც მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა. ყველაზე მეტ მატჩს მაროკო, ესპანეთი და პორტუგალია უმასპინძლებს, – ამის შესახებ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრესსამსახური იტყობინება.
მსოფლიო ჩემპიონატის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად, გახსნის მატჩი ურუგვაიში გაიმართება, რომელშიც ურუგვაის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. სამხრეთამერიკული ნაკრებები – ურუგვაი, არგენტინა და პარაგვაი პირველ სამ მატჩს საკუთარ ქვეყანაში ჩაატარებენ. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზეა“ დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ 2030 წელს პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებიდან 100 წელი სრულდება, პირველი მონდიალი 1930 წელს ურუგვაიში ჩატარდა და საუკუნის შემდეგაც მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ეს ქვეყანა უმასპინძლებს.