თბილისის „დინამოდან“ ბელგიურ „ბევრენში“ გადასული გიორგი მოისწრაფიშვილი, ვებგვერდმა proximus-მა ბელგიის ჩელენჯერის პრო ლიგის მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
22 წლის ნახევარმცველმა ახალ კლუბში მეორე შეხვედრა ჩაატარა. მას დებიუტი „ლიეჟთან“ ჰქონდა, სადაც 66-ე წუთზე შეცვალეს, „დეინცესთან“ კი სტუმრად კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
მოისწრაფიშვილს საფეხბურთო ვებგვერდმა მაღალი შეფასება დაუწერეს – Flashscore-მა 7.3, ხოლო საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა – 7.5.
„ნახევარდაცვის ცენტრში სივრცისთვის ბრძოლა იყო. ექსპერტების აზრით, კვირის გუნდში ყოფნას იბრაჰიმა სორი ბანგურა („იონგ გენკი“), მატიე კაჩბახი („სერენი“) და გიორგი მოისწრაფიშვილი („ბევერენი“) იმსახურებდნენ“.