Mário Rui of Napoli during the UEFA Champions League match between Sporting Braga and Napoli at Estadio Municipal de Braga on September 20, 2023 in...„ნაპოლისა” და „რეალის” შეხვედრის (2:3) შემდეგ ნეაპოლელთა მწვრთნელის რუდი გარსიას გარშემო კვლავ ხმაური ატყდა. ამჯერად ის პორტუგალიელი მცველის მარიო რუის აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ გამოიწვია. მან ფრანგი სასტიკად გააკრიტიკა, თქვა, რომ ის მის კლიენტს უსამართლოდ და უპატივცემულოდ ექცევა. ჯიუფრედიმ ხაზი გაუსვა, რომ მარიო რუი „პარტენოპეელთა” გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრია და ეს ლუჩანო სპალეტის მწვრთნელობის დროს კარგად ჩანდა. აგენტმა თქვა:

„მარიო რუი „რეალთან” შეხვედრაში მოედანზე ორი წუთით შეუშვა… ის გარსიასთვის მისაღები ფეხბურთელი არ არის, რადგან მწვრთნელს, როგორც ჩანს, მოედნის სიღრმიდან დრიბლინგი არ სჭირდება ან არაბეთში, სადაც „ნაპოლიმდე” მუშაობდა, მარიო რუის შესახებ შესახებ ინფორმაცია არ ჩადიოდა. „უდინეზესთან” დიდებული თამაშის მიუხედავად მწვრთნელმა მარიო რუი შემადგენლობაში არ დააყენა. ესე იგი მას არ უნდა რომ ის ფორმაში შევიდეს. ბოლოს და ბოლოს თუ ჩემი კლიენტი აღარ სჭირდებოდა, შეეძლო ჩენთვის ამის შესახებ ზაფხულში ეთქვა.

შეხედეთ როგორ თამაშობს კვარაცხელია, როდესაც მარიო რუი მოედანზეა — როდესაც უკნიდან დრიბლიორს უყენებენ მისი შედეგიანობა იზრდება. თუმცა, შესაძლოა, მწვრთნელს სხვა შეხედულება აქვს და მოედანზე დრიბლიორი არ სჭირდება. ასეთ შემთხვევაში შეეძლო ეთქვა, რომ სულ სხვა ტიპის მცველს ეძებს. ეს უბრალოდ უპატივცემულობაა, რადგან ბოლო წლებში მარიო რუი ერთ-ერთი საუკეთესო იყო”.

შემდეგ პორტუგალიელის აგენტმა გარსიას კრიტიკა განაზოგადა და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია ჯაკომო რასპადორის ნახევარმცველად, ხოლო ელიფ ელმასის გარემარბად დაყენება.