ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა, რომელიც თავისუფალი აგენტია, კლუბის ძებნას აგრძელებს.
დე ხეას სამსახურით თურქული სუპერლიგის რამდენიმე კლუბი დაინტერესდა. გუნდების ვინაობა არ სახელდება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ესპანელი მეკარის მიმართ საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ინტერესის შესახებ.
2022-2023 წლების სეზონში დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 58 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე. ფეხბურთელს „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი წლეულს ივნისის ბოლოს ამოეწურა. მხარეებმა გადაწყვიტეს ხელშეკრულება აღარ განეახლებინათ.