DeAndre Yedlin of Inter Miami controls the ball while being chased by Lorenzo Insigne of Toronto FC during the first half at DRV PNK Stadium on...„ნაპოლის” ლეგენდის ლორენცო ინსინიეს საქმე „ტორონტოში” სულ უფრო და უფრო ცუდად მიდის. მისი გუნდი „სინსინატისთან” 2:3 დამარცხდა. 22 ივნისის შემდეგ ტორონტოელებმა 15 მატჩში 14 მარცხი იწვნიეს და როგორც ჩანს ამაში ადგილობრივი გულშემატკივრები დიდწილად „პარტენოპეელთა” ყოფილ კაპიტანს ადანაშაულებენ — 19 შეხვედრაში მისი მონაგარი მხოლოდ 4 გოლი და 4 საგოლე პასია. გარდა ამისა, ინსინიემ ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა. ასე იყო „სინსინატისთან” შეხვედრაშიც, როდესაც ის ტრიბუნაზე იჯდა.

სწორედ ამ შეხვედრის დროს დაუძახა მავანმა ფანმა ინსინიეს, რომ ის მათ კლუბს ძარცვავს, რადგან დიდი ხელფასი აქვს, შედეგი კი ნულია. ამაზე 32 წლის ფეხბურთელს საპასუხო რეაქცია ჰქონდა. არსებობს ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ინსინიე ყვირის: Fuck you! და მერე დასძენს: respect! — პატივისცემით მომეპყარითო. დაძაბულობის განსამუხტავად ფეხბურთელი მის მეუღლეს გაჰყავს ადგილიდან.

კონფლიქტი კი სოციალურ ქსელებში გადაიხარდა: „ამ კაცს თავი ვინ ჰქონია?” — წერენ „ტორინოს” გულშემატკივრები ინტერნეტში.