დინამომ საბურთალო გიორგი ხარაიშვილის გოლით დაამარცხა

ეროვნული ლიგის მესამე წრე დასრულდა. ლიდერი კვლავ „ბათუმია,“ რომელიც 7 ქულით უსწრებს ბოლო წლების უშუალო კონკურენტ თბილისის „დინამოს.“

27-ე ტურში ორივემ მოიგო. ზღვისპირელებმა „ტორპედო“ ქუთაისში 3:0 დაამარცხეს, „დინამომ“ კი ტურის ბოლო შეხვედრაში თანაქალაქელ „საბურთალოს“ მოუგო – 1:0. სადებიუტო ბურთი გაიტანა დინამოელთა 23 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა, დენის ბუშნიამ. საგოლე გადაცემა კი ექს-საბურთალოელმა გიორგი ხარაიშვილმა მიითვალა.

„დინამომ“ წლეულს  პირველად დაამარცხა „საბურთალო“ (წინა  ორ წრეში ომარ თეთრაძის შეგირდებმა იმარჯვეს).

„საბურთალომ“ ზედიზედ მესამედ წააგო, რასაც გუნდიდან ომარ თეთრაძის წასვლა მოჰყვა. ამბობენ. „საბურთალოში“ მთლად დალაგებული ვითარება არააო. ითქვა ისიც, რომ თეთრაძეს უჩა სოსიაშვილი შეცვლის, ვინც თავის დროზე „დილა“ გააჩემპიონა.

მესამე წრეში  ლიდერებზე მეტად აუტსაიდეები გამოირჩნენ: „თელავი“ და „სამტრედია“ აღარავის ინდობენ. გიორგი მიქაძის ბიჭებმა ზედიზედ მესამედ მოიგეს, ჯამში კი ბოლო 8 მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ. ამჯერად კახელების „მსხვერპლი“ გორის „დილა“ გახდა. თელაველებმა გამარჯვების გოლი  95-ე წუთზე გაიტანეს, რაც მათ ბრძოლიუნარიანობაზე მეტყველებს. თავი  გურამ გოშთელიანმა გამოიჩინა.

ჩრდილომაკედონიელი სპეციალისტის, დიმიტარ კაპინკოვსკის შეგირდებმა მიჯრით მეოთხე მატჩი მოიგეს. „სამგურალს“ 3:0 სძლიეს. „სამგურალს“ კი მძიმე კრიზისი აქვს. წყალტუბოელებმა, რომლებიც ცოტა ხნის წინათ ლიდერთა შორის ტრიალებდნენ და მედლების კანდიდატებად მიიჩნეოდნენ, ბოლო 9 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს. ამას მათი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭელიძის გადაგომა მოჰყვა, „კლუბსა და  მწვრთნელს შორის ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე  შეწყდა.“ – წერია წყალტუბოელთა ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.

გაგრა 1:0 შუქურა

1:0 მუსელიანი (56 პენ)

სამგურალი 0:3 სამტრედია

0:1 პავიშინი (4), 0:2 კალანდარიშვილი (23 საკ. კარში), 0:3 მიშოვი (66)

თელავი 2:1 დილა

0:1 გომისი (4), 1:1 რუხაძე (42), 2:1 გოშთელიანი (90+5)

ტორპედო 0:3 ბათუმი

0:1 ზარია (55), 0:2 ფლამარიონი (59), 0:3 ღუდუშაური (81)

დინამო 1:0 საბურთალო

1:0 ბუშნია (37)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362111483:4173
დინამო36218793:4968
ტორპედო361612855:3759
დილა361791056:3957
სამგურალი361691153:5154
საბურთალო361491358:4951
გაგრა361081847:6535
თელავი361071934:6237
სამტრედია36962150:6233
შუქურა36452738:11211

შუქურას დაკლებული აქვს 6 ქულა       

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 15, ულად-ომარ იმრანი (დინამო/ აპოელი ბეერ შევა ისრაელი) – 13, შეიკნე სილა (საბურთალო), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ბათუმი) – 11, ტიერი გეილი (დილა/ რაპიდი ავსტრია), ზორან მარუშიჩი (დინამო) – 10