სერია A-ს პირველ ექვს ტურში „ნაპოლის” შვიდმა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი. ეს ისეთივე „კარუსელია”, როგორიც „აძურიმ” გასულ სეზონში მოაწყო და წარმატებასაც მიაღწია. „უდინეზესთან” ბოლო ტურის შეხვედრაში გუნდს კიდევ ორი მეგოლე დაემატა — ხვიჩა კვარაცხელია და ჯოვანი სიმეონე. მანამდე თავი გამოიჩინეს, ვიქტორ ოსიმენმა, პიოტრ ჟელინსკიმ, მატეო პოლიტანომ, ჯაკომო რასპადორიმ და კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ.

იტალიაში ასეთივე შედეგი აქვთ „ინტერს”, „მილანს” და „ფიორენტინას”. „ატალანტასა” და „რომაში” უფრო მეტს, რვა ფეხბურთელს აქვთ გოლები გატანილი.