მას მერე, რაც „ნაპოლის” ტიკ-ტოკზე ვიქტორ ოსიმენს დამცინავი ვიდეო დაუდეს, მისმა აგენტმა რობერტო კალენდამ გაავრცელა მკაცრი განცხადება, სადაც თქვა, რომ ყველა ღონეს იხმარს, თუ საჭირო იქნება იჩივლებს კიდეც, რათა თავისი კლიენტი სიყალბისგან და აგრესიისგან დაიცვას.

გავრცელდა თუ არა აგენტის განცხადება, ოსიმენმა თავის ინტერნეტ გვერდებიდან გააქრო ფოტოები, სადაც ის „ნაპოლის” ფორმაშია ჩაცმული. ნიგერიელმა ის ფოტოებიც კი აიღო, სადაც „სკუდეტოს” ზეიმობს. დარჩა მხოლოდ რამდენიმე სურათი, რომლებიც მან დასატოვებლად რა პრინციპით შეარჩია, ვერ გეტყვით.

და ეს ყველაფერი ხდება ნაპოლი-უდინეზეს შეხვედრამდე საათებით ადრე.