გამოცემა FourFourTwo-მ სსრკ-ის ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვალერი ლობანოვსკი, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელთა ათეულში შეიყვანა.

პირველი ადგილი სერ ალექს ფერგიუსონმა დაიკავა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედს“ მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მეორე ადგილზეა რინუს მიხელსია, რომელიც  „აიაქსში“, „ბარსელონასა“ და ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობდა. სამეულს იოჰან კრუიფი ავსებს.

The top 10 coaches of all time - The British magazine Four Four Two have  identified... | MARCA English

საუკეთესო მწვრთნელების ტოპ 10 

  1. ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი).
  2. რინუს მიხელსი (აიაქსი, ბარსელონა, ნიდერლანდების ნაკრები).
  3. იოჰან კრუიფი (აიაქსი, ბარსელონა).
  4. ბილ შენკლი (ლივერპული).
  5. ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა, მიუნხენის ბაიერნი, მანჩესტერ სიტი).
  6. არიგო საკი (ფიორენტინა, მილანი, იტალიის ნაკრები).
  7. მეტ ბასბი (მანჩესტერ იუნაიტედი).
  8. ელენიო ერერა (ატლეტიკო მადრიდი, ბარსელონა, იტალიის ნაკრები, ინტერი).
  9. ერნსტ ჰაპელი (ფეიენოორდი, სევილია, ჰამბურგი).
  10. ვალერი ლობანოვსკი (კიევის დინამო, დნეპრი, სსრკ ნაკრები).

სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედი“ 13-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ხუთჯერ მოიგო ეროვნული თასი და ორჯერ  ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, შოტლანდიელი სპეციალისტი მუშაობდა „აბერდინში“, რომელთანაც სამჯერ მოიგო შიდა ჩემპიონატი და თასების მფლობელთა თასი.