გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგის VI ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“ მეკარე რჩეულ თერთმეტეულში ანალიტიკურმა ვებგვერდმა whoscored-მა შეიყვანა.
„ვალენსიამ“ ლა ლიგის მეექვსე ტურში სტუმრად „ალმერიასთან“ 2:2 ითამაშა, ქართველი მეკარე თავის გუნდში საუკეთესო იყო – გიორგის ამ თამაშში 8 „სეივი“ ჰქონდა, მან რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია და ვალენსიელთა მიერ მოპოვებულ ქულაში უდიდესი წვლილი შეიტანა.