ტურინის „იუვენტუსი“ ეჭვმიტანილია ფინანსურ თაღლითობაში ფეხბურთელების აგენტების მონაწილეობით.

იტალიის აგენტების კომისიის სამდივნომ, „ბებერი ქალბატონის“ მიმართ  გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოაჩინა მთელი რიგი ანგარიშ-ფაქტურები ტრანზაქციებზე, საიდანაც ირკვევა, რომ ზოგიერთ ისეთ აგენტს გადაუხადეს საკომისიო, ვინც ფეხბურთელების ტრანსფერებში არ ერეოდა.

პროკურატურის ინფორმაციით, აგენტები ამ სქემაში საიდუმლო შუამავლების სახით მონაწილეობდნენ.

დღეს, 26 სექტემბერს, იწურება აგენტებისთვის უდანაშაულობის დამადასტურებელი ინფორმაციის მიწოდების ვადა. თუმცა, 2025 წლამდე საქმეზე გადაწყვეტილება არ მიიღება.

Serie A points penalty sees Juventus drop from 3rd place to 10th - Futbol  on FanNation