ოთხშაბათის შეხვედრა „ბრაგასთან” ჩემპიონთა ლიგაში „ნაპოლის” მარჯვენა გარემარბისთვის მატეო პოლიტანოსთვის განსაკუთრებით რთული გამოდგა. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე მან შეიტყო, რომ სიმამრი გარდაეცვალა და სოციალურ ქსელში მას პოსტი მიუძღვნა:
„დღეს რთული მატჩი მქონდა, ვინაიდან, როდესაც ძვირფას ადამიანს კარგავ, სხვა ყველაფერი უმნიშვნელო ხდება. მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე. შენი, ასეთი ბრწყინვალე ადამიანის ხსოვნა მარად დარჩება ჩემს გულში. განისვენე მშვიდად, სუპერ-გიჟო დინო. ვიცი, რომ იქ, მაღლა გვეყოლება ანგელოზი, რომელიც მარად „ნაპოლის” უგულშემატკივრებს”.