ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი ისტორიული გამოდგა მიუნხენის „ბაიერნის“ ვეტერანი ფეხბურთელისთვის, თომას მიულერისთვის. „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრა მისთვის ევროპის ყველზე პრესტიჟულ ტურნირზე საიუბილეო, მე-100 მოგება იყო.

ამ მაჩვენებლით გერმანელი მხოლოდ ორ მოთამაშეს ჩამორჩება – კრიშტიანო რონალდოს (183 მატჩი და 115 მოგება) და იკერ კასილიასს (177 შეხვედრა 101 მოგება).

ასე რომ მიულერს ორი მოგება სჭირდება და ლეგენდარულ ესპანელს მეკარეს გადაასწრებს. გერმანელის შედეგი იმითაც არის გამოსარჩევი, რომ რონალდოსა და კასილიასისგან განსხვავებით, მას 100 მოგების მოსაგროვებლად 143 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.