Daniel Levy's no-nonsense transfer tactics revealed, from speaking in code  & dressing down to offering agents only water | The Irish Sun„ტოტენჰემის“ პრეზიდენტმა და თავმჯდომარემ, დანიელ ლევიმ, განაცხადა, რომ  შეთავაზების შემთხვევაში, შესაძლოა, კლუბში თავისი წილი გაყიდოს.

„ტოტენჰემის“ დატოვების სურვილი მაქვს, მაგრამ განვიხილავ ნებისმიერ შემოთავაზებას, რომელიც მომივა. საუბარია არა ჩემზე, არამედ იმაზე, თუ რა არის კლუბისთვის სასარგებლო,“ – თქვა ლონდონელმა ფუნქციონერმა.

დანიელ ლევის, „ტოტენჰემის“ მმართველ პარტნიორს, კლუბის წილის 25% ეკუთვნის. საკონტროლო პაკეტს – 60% უფროსი პარტნიორი ჯო ლუისი ფლობს. დანარჩენ 15%-ს დაახლოებით 300 აქციონერი. ლევი ლონდონურ კლუბში 2001 წლიდან მუშაობს.

მისი ხელმძღვანელობით „ტოტენჰემმა“ არა მხოლოდ ფეხბურთელების რამდენიმე წარმატებული შენაძენი და გაყიდვა მოახერხა, მათ შორის, ლუკა მოდრიჩისა და გარეთ ბეილის ტრანსფერები მადრიდის „„რეალში“, არამედ ააშენა კლუბის სრულიად ახალი 62,850 ადამიანის ტევადობის სტადიონი, რომელიც დაახლოებით მილიარდი გირვანქა დაჯდა.