Cristiano Ronaldo impact at Man Utd like Michael Jordan, says Ole Gunnar  Solskjaer | Raphael Varane injury 'not looking good' | Football News | Sky  Sports„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა გაიხსენა ის გარემოებები, რამაც გამოიწვია 2021 წელს კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერულ კლუბში გადასვლა.

„ეს იყო გადაწყვეტილება, რომლის უარყოფა ძალიან რთული იყო და ვგრძნობდი, რომ უნდა მიგვეღო, მაგრამ ეს არასწორი აღმოჩნდა. როდესაც მან ხელი მოაწერა კონტრაქტს, მართალი ჩანდა, რაც გულშემატკივრებმაც იგრძნეს „ოლდ ტრაფორდზე“ „ნიუკასლთან“ მატჩის დროს (რონალდომ დუბლი შეასრულა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 4:1 მოიგო). კრიშტიანუ კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იყო. მაგრამ შემდეგ გადამწყვეტი პერიოდი გველოდა: „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“, „ლესტერი“ სტუმრად.

შემდეგ „ჩელსი“ და „არსენალი“, პლუს ჩემპიონთა ლიგის მატჩები. ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით არ წავიდა. გარდა ამისა, გუნდში ყველამ ერთად უნდა იმოქმედოს. როცა საქმეები არ გამოგვივიდა, ვხედავდით, რომ ზოგიერთი მოთამაშე და მათი ეგო გამოვიდა წინა პლანზე. „ტოტენჰემს“ სტუმრად დამაჯერებლად 3:0 მოვუგეთ, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორი თამაში წავაგეთ…“ – თქვა სულშერმა.