„რადიო მარტეს” ცნობით უჩვეულო რამ მოხდა ნეაპოლის კაპოდოკინოს აეროპორტში. „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის თამაშის ჩასატარებლად პორტუგალიისკენ უნდა გაფრენილიყო, მაგრამ თვითმფრინავი დაზიანდა. აფრენის მოლოდინში თვითმფრინავის მოუხერხებელ სკამებზე ერთსაათიანი ჯდომის შემდეგ ფეხბურთელები ჩამოიყვანეს და აეროპორტის დატოვების ნება მისცეს. გუნდი „დიეგო მარადონას” სტადიონზე ხელახლა შუადღისას უნდა შეკრებილიყო და სავარაუდოდ საქართველოს დროით 18 საათსა და 30 წუთზე უნდა გაფრინდეს ბრაგას მიმართულებით.
შესაბამისად, შეიცვლება პროგრამაც. მაგალითად, მწვრთნელის რუდი გარსიას და იტალიის ჩემპიონთა პორტუგალიელი მცველის მარიო რუის პრეს-კონფერენცია გაიმართება საქართველოს დროის საღამოს 23 საათზე.