ოქროს შვიდეული

Home კატეგორიის გარეშე ოქროს შვიდეული
ოქროს შვიდეული
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონია!!!
საჩხერელმა ძალოსანმა საუდის არაბეთში მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დახურა.
ტალახაძემ ორჭიდის ჯამს ხელთ მცირე ოქროები აკვრასა და ატაცშის გამოაყოლა. ატაცში ლაშამ სამივე ცდა გამოიყენა: 208; 215 და 220 კგ და უშუალო კონკურენტ ყატარის წარმომადგენელ გორ მინასიანს საგრძნობლად აჯობა – 213. მესამე სომეხი ვარაზდათ ლალაიანი იყო – 212.
აკვრაში ტალახაძემ ორი ცდა გამოიყენა: ჯერ 245 კგ-იანი შტანგა ასწია, შემდეგ – 253. მესამე ცდაზე ლაშამ 260 კგ ვერ დააფიქსირა, მაგრამ ოქროს მედალი უკვე განაღდებული ჰქონდა.
ორჭიდში ტალახაძემ 473 კგ-ით მოახერხა პირველობა. ვერცხლი ერგო ვარაზდათ ლალაიანს, რომელმაც ჯამში 460 კგ დააფიქსირა, ხოლო ბრინჯაო გორ მინასიანს (459 კგ).
492 კილოგრამი ორჭიდში - ლაშა ტალახაძის მსოფლიო ჩემპიონობა რეკორდების თანხლებით [ვიდეო] #1TVSPORT - 1TV

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...