ესპანური „სევილიას“ ფეხბურთელმა, სუსომ, პარი სენ-ჟერმენის ყოფილი მცველის, სერხიო რამოსის ტრანსფერზე ისაუბრა.
„სერხიოს ყველა კარგად ვიცნობთ. მას ნაკრებში შევხვდი და ის შესანიშნავი ბიჭია. მონტეკასტილოში ყოფნისას, როცა სიახლე გავიგე, ორი-სამი შეტყობინება გავუგზავნე და მიპასუხა, რომ სურდა ჩამოსვლა. ეს შესანიშნავი იქნება გუნდისთვის. მისი გამოცდილების წყალობით. როცა უკან იხედები და სერხიო რამოსს ხედავ, ყველაფერი სხვაგვარად ხდება.“ – ციტირებს სუსოს სიტყვებს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის მცველი სევილიაში 18 წლის შემდეგ დაბრუნდა.