საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში, მოლდოვას დაუპირისპირდა და 1:0 მოიგო.
რამაზ სვანაძის გუნდმა შესარჩევში მეორე თამაში ჩაატარა. გიბრალტართან ქუთაისში გამარჯვების (2:0) შემდეგ, გუნდმა კიშინიოვში გამართული თამაშიც კარგად დაიწყო პირველ ტაიმში დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი ბევრი არ ჰქონია.
შეხვედრის ეთადერთი გოლი 84-ე წუთზე ოდიშარიას ფლანგური გადაცემის შემდეგ, ჯადული იობაშვილმა ზუსტი თავური დარტყმით საქართველოს ნაკრები დააწინაურა.
ორი ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდს 6 ქულა აქვს და და ნიდერლანდების შემდეგ, ჯგუფში მეორე ადგილზეა.
საქართველო: ხარატიშვილი, მაისურაძე (გეგუჩაძე), ხვადაგიანი, გოგლიჩიძე, მამაცაშვილი, ლომინაძე, მორჩილაძე ( ოდიშარია), ოსიყმაშვილი, ო. მამაგეიშვილი ( აბუაშვილი), კვერნაძე (ეგოიანი), გორდეზიანი (იობაშვილი).