ჰანსი ფლიკის გათვისუფლების შემდეგ, გერმანიის ნაკრების მთვარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია, მაგრამ გერმანული მედიის მტკიცებით, ამ პოსტის დაკავების ყველაზე რეალური კანდიდატი, 36 წლის იულიან ნაგელსმანია.
ბუნდესგუნდში მუშობის სურვილი 70 წლის ფელიქს მაგათმა გამოთქვა, ამის შესახებ მან NDR.de-ს ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანიის ნაკრებს ამ ღრმა კრიზისიდან გამოსასვლელად ზუსტად მისი მსგავსი მწვრთნელი სჭირდება:
„არ ვიცი რა მოთხოვნები აქვს გერმანიის საფეხბურთო კავშირს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა ისეთი მწვრთნელი გვჭირდება, რომელსაც სასწრაფოდ შეუძლია ფეხბურთელებს თავდაჯერება დაუბრუნოს და ნაკრები ჩვეულ დონეზე აათამაშოს.
მიმაჩნია, რომ რწმენადაკარგული გუნდების ჩაბარება და ფეხბურთელებში თავდაჯერების გაძლიერება შემიძლია. ვფიქრობ, გერმანიის ნაკრებს მე ვჭირდები“, – განაცხადა მაგათმა.
კარიერის განმავლობაში „დესპოტმა ფელიქსმა“ ბუნდესლიგა სამჯერ მოიგო – ორჯერ „ბაიერნთან“, ერთხელ კი „ვოლფსბურგთან“. ბოლოს ის 2022 წელს ბერლინის „ჰერტაში“ მუშაობდა, რომელიც ბუნდესლიგიდან გავარდნას გადაარჩინა.