პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს ორივე პარტია მოუგო და პლანეტის საუკეთესო გუნდი გახდა.

ქვეყნის ღირსებას ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია იცავდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა 2015 წელს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატიც სწორედ ასეთი შემადგენლობით მოიგო.

შეიძლება იყოს 6 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „FIDE WORLD TEAM 2023m WOMEN'S CHAMPIONSHIP GOSZCZLAND LAND GOSZC × Polis Fede - Dr MOKATE“ გამოსახულება

ყაზახებთან პირველი პარტია ჩვენებმა 2.5:1.5 მოიგეს: მომგებიანი ქულა ლელა ჯავახიშვილმა მოგვიტანა, დანარჩენები კი დაზავდნენ. მეორე პარტიაში იმავე ჯავახიშვილმა, არაბიძემ და ხოტენაშვილმა მეტოქეებს შანსი არ დაუტოვეს, ხოლო ბაციაშვილი ყაზახ მოჭადრაკეს ყაიმზე შეუთანხმდა – 3.5:0.5.

ჩვენმა გუნდმა ჯგუფში უკრაინის, ეგვიპტისა და ინდოეთის ნაკრებები დაამარცხა, იმავე ყაზახებს ყაიმი ეთამაშა, ხოლო საფრანგეთთან – წააგო. ნაკრები ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა და მეოთხედფინალში ჩინეთს ორ პარტიაში სძლია, ხოლო ნახევარფინალში აშშ  ტაი ბრეიკზე დაამარცხა.