One on one of Spain against the Georgian team: Lamine Yamal aims for a historic 'signing'ასეთ თამაშს სახელი არ აქვს საქართველოს ნაკრებმა ანტირეკორდი დაამყარა – ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით წააგო; ისტორიაში ყველაზე მეტი ბურთი გაუშვა; ეს ყველაფერი ვილი სანიოლის გუნდმა ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთთან მატჩში მოახერხა – 1:7. ასეთ თამაშებზე არ იწერება… ასეთ თამაშებს სახელი არ აქვს… ასეთ თამაშებზე ბილეთი 50 ლარი არ ღირს… ასე თამაში არ შეიძლება…

იმას რაც მოედანზე ხდებოდა, ფეხბურთი არ ჰქვია, რადგან მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე კი, დამსწრის სტატუსით მის ბურთაობას უყურებდა. ისტორია დაწერეს ესპანელმა ფეხბურთელებმაც – ალვარო მორატამ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში პირველი ჰეთ-თრიკი გაახერხა, ხოლო ლამინე იამალი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი — 16 წლის და 54 დღის. ასე ვამარაგებთ და ვამარაგებთ მეტოქეებს რეკორდებით. ვისაც რეკორდი გსურთ, მობრძანდით.

საქართველოს ნაკრებს ოთხ თამაშში 4 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს კი, 12 სექტემბერს, ოსლოში, ნორვეგიის ნაკრებთან ჩაატარებს.