ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთი 2023“-ის ნომინანტთა 30-კაციან სიაშია – საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი სეზონის საუკეთესო მოთამაშეთა შორის „ფრანს ფუტბოლმა“ დაასახელა.

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 30 ოქტომბერს პარიზში გაიმართება.

ნომინანტთა სრული სია ასე გამოიყურება:

ხულიან ალვარესი, ნიკოლა ბარელა, ჯუდ ბელინგემი, ქარიმ ბენზემა, იასინ ბონო, კევინ დე ბრუინი,რუბენ დიაში, ანტუან გრიზმანი, ილქაი გიუნდოგანი, იოშკო გვარდიოლი, ერლინგ ჰალანდი, ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, რობერტ ლევანდოვსკი, რანდოლ კოლო მუანი, ემელიანი მარტინესი, ლაუტარო მარტინესი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, კიმ მინ-ჯე, ლუკა მოდრიჩი, ჯამალ მუსიალა, მარტინ ოდეგორი, ანდრე ონანა, ვიქტორ ოსიმენი, როდრი, ბუკაიო საკა, მოჰამდ სალაჰი, ბერნარდო სილვა, ვინისიუს ჟუნიორი.