საქართველოს ნაკრების მსგავსად, „დინამოზე“ ესპანეთის ნაკრებმაც ივარჯიშა, მათი მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე კი ვარჯიშამდე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
- იოლ თამაშს ნამდვილად არ ველით. საქართველოს ნაკრებში კარგი თაობაა, ქართველი ფეხბურთელები ბოლო დროს ევროპის ძლიერ კლუბებში თამაშობენ. თუმცა, გვჯერა, რომ ამ მატჩში სასურველ შედეგს მაინც მივაღწევთ.
- კვარაცხელიას დონის მოთამაშე ნებისმიერი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ვილი სანიოლმა კარგად ორგანიზებული ნაკრები ჩამოაყალიბა.
- ჩვენ ყოველთვის კონკრეტულ თამაშზე ვართ კონცენტრირებულები. ამიტომ საქართველოს ნაკრენთან ხვალინდელი შეხვედრა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და სერიოზულად ვემზადებით. ხვალ დიდ წინააღმდეგობას ველით, მაგრამ ჩვენი სურვილია, საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ და მიზანს მივაღწიოთ.
- ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოს ნაკრებთან კარგად თამაშია. აღფრთოვანებული ვარ ჩემი მოთამაშეების საქმისადმი დამოკიდებულებით და მჯერა, თბილისში ისინი თავს საუკეთესო კუთხით გამოავლენენ.