ამერიკის ღია პირველობა დასასრულისკენ მიდის და, შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ კაცთა შორის წინა „დიდი მუზარადის“ ფინალი განმეორდეს. ყოველ შემთხვევაში კარლოს ალკარასი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ამასთან ახლოს არიან.
მეოთხედფინალში ჯოკოვიჩმა ისევ მარტივად იმარჯვა – სერბმა ჩოგბურთელმა ამერიკელი ტეილორ ფრიტცი 6:1; 6:4; 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში კიდევ ერთ მასპინძელს, ბენ შელტონს გაეჯიბრება, რომელმაც თავის მხრივ თანამემამულე ფრენსის ტიაფოს მოუგო – 6:2; 3:6; 7:6; 6:2.
ალკარასმაც მარტივად მოიგო – გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან 6:3; 6:2; 6:4 იმარჯვა. ესპანელს ნახევარფინალში უფრო რთული მეტოქე ჰყავს – რუსი დანილ მედვედევი, რომელმაც ანდრეი რუბლიოვი ასევე სამ სეტში – 6:4; 6:3; 6:4 დაამარცხა.
ნახევარფინალი: ალკარასი-მედვედევი, ჯოკოვიჩი-შელტონი.
პირველი დიდი ტიტულისკენ მიიწევს ამერიკელი კოკო გაუფი, ვისაც მეოთხეფინალში ლატვიელი ალიონა ოსტაპენკოს დამარცხება არ გასჭირვებია – 6:0,6:2. გაუფის მეტოქე ჩეხი კაროლინა მუხოვა იქნება, რომელმაც რუმინელ სორანა კირსტეა ასევე მარტივად მოუგო – 6:0, 6:3.
კიდევ ერთი ჩეხი, „უიმბლდონის“ გამარჯვებული მარკეტა ვონდროუშოვა კი, მასპინძელ მედისონ კისისთან ბრძოლაში დამარცხდა – 1:6; 4:6. ნახევარფინალში მომავალი ორშაბათიდან რეიტინგის პირველი ნომერი ბელარუსი არინა საბალენკა, ვინაც ჩინელ კინ ვენ ჟენგს სძლია – 6:1; 6:4; ნახევარფინალები: გაუფი-მუხოვა, საბალენკა-კისი.