„არ მესმის რას აკეთებს რუდი გარსია ნატანთან დაკავშირებით”, — თქვა „ნაპოლის” ისტორიული გუნდის კაპიტანმა ბეპე ბრუსკოლოტიმ, რომელიც დიეგო მარადონას დროს „აძურის” დაცვაში თამაშობდა. ის 1987 წელს ნეაპოლელთა პირველი სკუდეტოს მფლობელი გახდა. საუბრის საგანი ზაფხულში „ბრაგანტინოსგან” ნაყიდი ბრაზილიელი მცველის უქმობა გახლდათ. ცენტრალური მცველი, რომელიც თითქოსდა სამხრეთ კორეელი კიმი მინ-ჯაეს ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად მოიაზრებოდა, ჯერაც დებიუტს ელის.
„ეს ბიჭი ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვიყვანეთ თუ ჯერ უნივერსიტეტში უნდა ვატაროთ? მოედანზე ჩვენ, ფეხბურთელებს, ერთმანეთის ჟესტებითაც კარგად გვესმის. ენის ცოდნა აუცილებელი არ არის”, — თქვა ბრუსკოლოტიმ.
შემდეგ, „ნაპოლის” ყოფილი კაპიტანი, რომელიც რადიო Punto Nuovo-ში გამოდიოდა, „ლაციოსთან” წაგების მიზეზებსაც შეეხო. მან თქვა: „ჩემი აზრით „ნაპოლი” მეტოქეს ფიზიკურ მომზადებაში ჩამორჩებოდა. ამ ეჭვს მიძლიერებს ის, რომ მეორე ტაიმში გუნდის ცნობა შეუძლებელი იყო. თუმცა, დარტყმა, რომელიც გუნდმა ამ შეხვედრაში მიიღო, შეიძლება სასარგებლოც გამოდგეს. ახლა ჯობს ჭოჭმანს მოვეშვათ და ახალ მწვრთნელს ნდობა გამოვუცხადოთ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 10:56კვარა – ერთადერთი მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა სამყაროდან
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 09:49იამალი, ლუის ენრიკე, ვოზინია და ფრანს ფუტბოლის სხვა ნომინანტები
მთავარი ამბავი09/09/2026 | 08:32ფრანს ფუტბოლის ოცდაათეული სრულად
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
