Napoli's Slovak midfielder Stanislav Lobotka challenges for the ball with Lazio's Brazilian forward Felipe Anderson during the Serie A football match...ეროვნული გუნდის შეკრებაზე ჩასულმა „ნაპოლის” სლოვაკმა ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ საკლუბო ამბებზეც ილაპარაკა. ის შეეხო სკუდეტოს და ახალი მწვრთნელის რუდი გარსიას თემას.

„გასულ სეზონთან შედარებით გაცილებით მეტ ზეწოლას განვიცდით. ჩვენგან სკუდეტოს მოგებას არავინ ელოდა, ახლა კი ყველა წარმატების გამეორებას გვთხოვს. სკუდეტოს დაცვა ძნელი საქმეა, მითუფრო, რომ მეტოქეები ძალიან გაძლიერდნენ. ჩვენ ბევრი მუშაობა და ერთად დგომა მოგვიწევს.

გარსია? ის გუნდს კარგად შეეგუა, კვალიფიციური მწვრთნელია და თავისი იდეები უკვე გაგვაცნო. მისი სტილი სპალეტის სტილისგან განსხვავდება, რასაც შეგუება და დრო სჭირდება.

„ლაციოსთან” დამარცხება? რომაელებს ძალიან ძლიერი, კონტრშეტევებში გაწაფული გუნდი ჰყავთ. მეორე ტაიმში ისინი ჩვენს კომბინაციებს კარგად კითხულობდნენ”.

სლოვაკეთის ნაკრები 8 სექტემბერს პორტუგალიას, ხოლო 11 სექტემბერს ლიხტენშტაინს მასპინძლობს.