Neymar doesn't hold back on his and Lionel Messi's brutal time at PSG - Mirror Online„პარი სენ-ჟერმენი“ გამოეხმაურა გუნდის ყოფილი თავდამსხმელის, ნეიმარის სიტყვებს პარიზულ კლუბში რთული პერიოდის შესახებ, რომელიც მან ლიონელ მესისთან ერთად გაიარა.

„არანაირ კომენტარს არ ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს პატივისცემა ფეხბურთელების მიმართ. საინტერესოა, რომ ორივეს (მესის და ნეიმარს) სურდათ პსჟ-ში დარჩენა”, – ნათქვამია პარიზელების განცხადებაში.

შეგახსენებთ, მანამდე ბრაზილიელმა თავდამსხმელმა თქვა: „პარიზში მესიმ ისეთივე ჯოჯოხეთი გამოიარა, როგორიც მე. ჩვენ ვნერვიულობდით, რადგან იქ უბრალოდ არ მივსულვართ, ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა  ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და ისტორიის დასაწერად, მაგრამ სამწუხაროდ, დრო არ გვქონდა წარმატების მისაღწევად“.

ორივე ფეხბურთელმა პსჟ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვა.