მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ავსტრალიასთან მარცხით დახურა – 84:100.
ტრავმების გამო განაცხადში არ იყვნენ ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია და დუდა სანაძე, ხოლო მიხეილ ბერიშვილი და გიორგი ცინცაძე სათამაშო ფორმით კი იყვნენ, მაგრამ მოედანზე არ გასულან.
პირველი პერიოდი ავსტრალიელთა გამარჯვებით დასრულდა – 23:17. მეორე პერიოდიდან მეტოქემ ტემპს უმატა და დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ფაქტობრივად, მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. მესამე პერიოდი საქართველომ 30:25 მოიგო და დასკვნითი პერიოდის წინ ანგარიშში სხვაობა 12 ქულამდე შემცირდა – 79:67, მაგრამ განახევრებული გუნდი მეტს რომ ვერ მიაღწევდა, თვალნათლივ ჩანდა…
ბოლო პერიოდში ჩვენებმა ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ იმედებიც აქ მოკვდა – ავსტრალიამ დამატებითი სიჩქარეები ჩართო და… ბოლო მატჩი 20 ქულით დაასრულა გოგა ბითაძემ, 18 ქულა მოუტანა ნაკრებს თად მაკფადენმა, 16 გიორგი შერმადინმა. ეროვნული გუნდი სამშობლოში 5 სექტემბერს დაბრუნდება…