საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი კი დაამთავრა, მაგრამ, ცხადია, მონდიალი გრძელდება. უკვე ცნობილია ყველა მეოთხედფინალისტი და საკმაოდ საინტერესო წყვილებიც დაჯდა.
I ჯგუფში ბოლო ტურის წინ ოთხივე გუნდს 7 ქულა ჰქონდა და ფლეი ოფში მოგებულები გადიოდნენ. ეს მისია საკუთარ თავზე იტალიამ და სერბეთმა აიღეს. აპენინელებმა პუერტო რიკოს 73:57 მოუგეს, ხოლო ბალკანელებმა დომინიკანების რესპუბლიკასთან 112:79 იმძლავრეს.
J ჯგუფში 1-2 ადგილების ბედს აშშ და ლიეტუვა არკვევდნენ. მოულოდნელად ბალტიისპირელებმა იმარჯვეს – 110:104. ამავე ჯგუფში ჩერნოგორიამ საბერძნეთი დაამარცხა – 73:69.
K ჯგუფში, სადაც საქართველო თამაშობდა, ასევე გასარკვევი 1-2 ადგილის ბედი იყო. საამისოდ, ერთმანეთს გერმანია და სლოვენია ხვდებოდნენ. დონჩიჩმა და სლოვენიამ მხოლოდ ერთი მეოთხედი ითამაშეს, მერე კი გერმანელები ბევრად აღემატებოდნენ მეტოქეს და 100:71 დაამარცხეს.
L ჯგუფში რთული სიტუაცია იყო. ორი უმთავრესი ფავორიტიდან, ერთი აუცილებლად ფლეი ოფს მიღმა რჩებოდა. საუბარია კანადა-ესპანეთის მატჩზე, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკელებმა 88:85 მოიგეს და მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ჯგუფში ჩატოვეს. აქ მეორე ადგილი ლატვიას ერგო, რომელმაც ბრაზილია 104:84 გაანადგურა და ფლეი ოფში მეორე ადგილით გავიდა.
5 სექტემბერს მეოთხედფინალში ლიტვა-სერბეთი და იტალია-აშშ ითამაშებენ; ხოლო 6 სექტემბერს ურთიერთობას გერმანია-ლატვია და კანადა-სლოვენია გაარკვევენ.