საქართველოს ნაკრები 8 და 12 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს ჩაატარებს, 8-ში თბილისში ესპანეთს უმასპინძლებს, 12-ში კი ნორვეგიას ესტუმრება. ვილი სანიოლმა ამ მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ჩვენების ფრანგი მწვრთნელი ძირითადად, ძველ, გამოცდილ კადრებს დაეყრდნო, განაცხადში ორი დებიუტანტია – ესპანური „ლევანტეს“ ნახევარმცველი, 24 წლის გიორგი ქოჩორაშვილი და „დინამოს“ 22 წლის მცველი სანდრო კალანდაძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

გიორგი ქოჩორაშვილი: მინდა ლევანტეს ფანების წინაშე ვაჩვენო, რა შემიძლია - europopFC Dinamoმეკარე: გიორგი ლორია („დინამო”, თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი),  სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი (ორივე – „შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („ტორინო“, ტურინი, იტალია)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი”, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო),

თავვდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

8 სექტემბერი,  საქართველო – ესპანეთი,  20:00

12 სექტემბერი,  ნორვეგია – საქართველო, 22:45

No description available.