საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. რამაზ სვანაძის გუნდი 6 სექტემბერს, 20:00 საათზე, ქუთაისში, გიბრალტარის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებს, 12 სექტემბერს კი კიშინიოვში, მოლდოვას დაუპირისპირდება.
21-წლამდე ნაკრები ამ შეხვედრებისთვის მზადებას 2 სექტემბერს დაიწყებს, 8-ში კი გუნდი მოლდოვაში გაემგზავრება.
აღნიშნული მატჩებისთვის გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
მეკარეები: ლევან თანდილაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), ლუკა ხარატიშვილი („სამტრედია“), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“).
მცველები: გიორგი მაისურაძე („დინამო თბილისი“), საბა გოგლიჩიძე („ტორპედო“ ქუთაისი), გეგი გეგუჩაძე („ლოკომოტივი“ თბილისი), ლუკა ლაცაბიძე („დინამო თბილისი“), ზურაბ რუხაძე („მეტა“, ლატვია), საბა მამაცაშვილი („გაგრა“), საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი“).
ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი („დინამო თბილისი“), ნოდარ ლომინაძე („სამგურალი“, წყალტუბო), ოთარ მამაგეიშვილი („საბურთალო“), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი („ლიეპაია“, ლატვია), ლაშა ოდიშარია („დინამო თბილისი“), თორნიკე მორჩილაძე („თელავი“), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), შალვა ოგბაიძე („დენ ბოსხი“, ნიდერლანდები), გიორგი კვერნაძე („ფროსინონე“, იტალია), ირაკლი ეგოიანი („ტვენტე“, ნიდერლანდები).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი აბუაშვილი („პეტროლული“, რუმინეთი), ჯადული იობაშვილი („დინამო თბილისი“).
2025 წელს გასამართი 21-წლამდელების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 2002 და შემდეგომ წლებში დაბდებულ ფეხბურთელებს.
ამ ორი შეხვედრის გარდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შემოდგომაზე კიდევ სამ შეხვედრას ჩაატარებს.
12 ოქტომბერი: საქართველო – ნიდერლანდები
17 ოქტომბერი: საქართველო – შვედეთი
16 ნოემბერი: ჩრდ. მაკედონია – საქართველო