No description available.
ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე

ლევან მაისაშვილმა და მისმა შტაბმა გამოაქვეყნეს იმ 33 მორაგბის ვინაობა, რომლებიც სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოს ნაკრების ღირსებას საიუბილეო, მე-10 მსოფლიო თასზე დაიცავენ.

ბოლო მომენტში გუნდს გამოაკლდა კვაჭი გიორგი ჭყოიძე, რომელმაც ტრავმა რუმინეთთან შეხვედრაში მიიღო და მისი დაზიანება საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა. მასთან ერთად სატურნირო რაზმს მიღმა ასევე დარჩნენ ირაკლი აფციაური, მიხეილ ბაბუნაშვილი, ოთარ გიორგაძე, ალექსანდრე მამამთავრიშვილი, ლუკა ხორბალაძე და ოთარ ლაშხი. მაისაშვილის თქმით, 33 კაცის ვინაობა გარკვეული ფაქტობრივად აქამდეც იყო, უბრალოდ ბოლო მომენტში ჭყოიძის ნაცვლად სიაში ლუკა ნიორაძე ჩაეწერა. ესაა და ეს. ქვემოთ გთავაზობთ შემადგენლობას და მის წევრებთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებს.

  1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი, 73 კეპი, 10 ქულა), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ-92, 39, 10), ნიკა აბულაძე (ექსეტერი,12, 0).
  2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 100, 70), ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 1, 0), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, 4, 0).
  3. ბექა გიგაშვილი (ტულონი,36, 15), გურამ პაპიძე (პო, 12, 10), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე, 8, 5).

4-5. კონსტანტინე მიქაუტაძე (ბაიონი, 84, 15), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 48, 5), ლაშა ჯაიანი (ნევერი, 19, 0), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 13, 5).

6-7. ბექა საღინაძე (ლიონი,36, 15), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 31, 30), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 21, 25), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 7, 0).

  1. ბექა გორგაძე (პო,40, 55), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 24, 25).
  2. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი,78, 78), გელა აფრასიძე (ბაიონი,48, 35), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი, 1, 0).
  3. თედო აბჟანდაძე (მონტობანი,43, 333), ლუკა მატკავა (შავი ლომი, 10, 71).

12-13. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 96, 85), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 3, 0), დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 28, 10), გიორგი კვესელაძე (შავი ლომი, 48, 25).

11-14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 31, 145), ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი, 108, 90), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 25, 45).

  1. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 24, 48), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 96, 53).
No description available.
ბორჯღალოსნებიდან ყველაზე ასაკოვანი სანდრო თოდუა

საფრანგეთში ბორჯღალიანი კვართით 19 ფორვარდი და 14 უკანახაზელი ითამაშებს;

33 კაციდან 16 „შავი ლომის“ წევრია, 17 – ლეგიონერი (16 საფრანგეთში თამაშობს, 1 – ინგლისში);

ყველაზე ასაკოვანი – სანდრო თოდუა (35 წლის);

ყველაზე ახალგაზრდა – თორნიკე კახოიძე (20 წლის);

ყველაზე მეტი კეპის მფლობელი – სანდრო თოდუა (108);

ყველაზე მეტი ქულა – თედო აბჟანდაძე (333);

ყველაზე მეტი ლელო – აკა ტაბუცაძე (29);

ყველაზე მეტი კეპი კაპიტნის რანგში – მერაბ შარიქაძე (48);

სანდრო თოდუასა და ლაშა ხმალაძისთვის ეს იქნება მე-4 მსოფლიო თასი მათ კარიერაში.

33 კაციდან 15-ს უკვე აქვს მსოფლიო თასზე თამაშის გამოცდილება.