კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე დასრულდა 4 ჯგუფის თამაშები და კიდევ რამდენიმე გუნდი გაირკვა, რომელიც ბრძოლას მედლებისთვის გააგრძელებს.

A ჯგუფში პირველი ადგილი დომინიკანების რესპუბლის ნაკრებმა დაიკავა, რომელმაც დღეს ანგოლა 75:67 დაამარცხა. დომინიკანელთა ამ გამარჯვებამ შემდეგი ეტაპისკენ გზა იტალიას გაუხსნა, რომელმაც, თავის მხრივ, ერთ-ერთ მასპინძელ ფილიპინების ეროვნულ გუნდს 90:83 მოუგო.

D ჯგუფში ლიეტუვა და ჩერნოგორია შემდეგ ეტაპზე უკვე გასულნი იყვნენ, მაგრამ ერთმანეთში იმის გადაწყვეტა უწევდათ, თუ ვინ გავიდოდა პირველი ადგილითა და მეტი ქულით. ეს ბალტიისპირელებმა მოახერხეს – 91:72. ამავე ჯგუფში ეგვიპტემ მექსიკაა გაანადგურა – 100:72 და ჯგუფში მესამე ადგილი ირგუნა.

E ჯგუფში პირველი ადგილი გერმანიამ დაიკავა, რომელმაც ფინეთს მარტივად აჯობა – 101:75. მეორე ადგილზე ავსტრალია გავიდა. მწვანე კონტინენტის წარმომადგენლებმა მეორე მასპინძელ იაპონიას 109:89 აჯობეს.

H ჯგუფში პირველი ადგილის ბედს კანადა და ლატვია ეცილებოდნენ. აქ უკვე ბალტიისპირელებმა ვერ ივარგეს და 75:101 წააგეს. მესამე ადგილი მოულოდნელად ფრანგებს ერგოთ – „მამლებმა“ 85:79 ლიბანი დაამარცხეს. ხვალ კიდევ 4 ჯგუფის მატჩები გაიმართება.