კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა და კიდევ სამმა გუნდმა მოიპოვა შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება. ერთ-ერთი სლოვენიაა, რომელმაც საქართველოს 88:67 მოუგო. ჯგუფში მეორე საგზურის ბედი სამ გუნდში უნდა გადაწყდეს, სადაც საქართველოს ყველაზე კარგი შანსი აქვს.

მეორე ეტაპზეა ესპანეთის ნაკრებიც, რომელმაც ბრაზილიას 96:78 აჯობა და G ჯგუფს 4 ქულით ლიდერობს. ჯგუფის მეორე საგზურის ბედს ერთმანეთში ბრაზილია და კოტ დივუარი ბოლო ტურში გაარკვევენ. კოტ დივუარმა დღეს იორდანიას დაძაბულ ბრძოლაში, 71:69 მოუგო.

C ჯგუფში შემდეგ ეტაპზე აშშ-ის ნაკრები გავიდა, რომელმაც დღეს საბერძნეთი არ დაინდო და 109:81 გაანადგურა. ამერიკელებს 4 ქულა აქვთ. აქ მეორე ადგილისთვის საბერძნეთი და ახალი ზელანდია იბრძოლებენ.

შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა ჯერ გაურკვეველია B ჯგუფში. აქ ყველაზე კარგი შანსი სერბეთს აქვს, რომელმაც 4 ქულა აიღო და ბოლო ტურში 3-ქულიან სამხრეთ სუდანს ეთამაშება. ამავე ჯგუფში ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას პუერტო რიკო (3 ქულა) და ჩინეთი (2). აქ ფავორიტი ამერიკის კონტინენტის წარმომადგენლია.

 

წილი
წინა სტატიააბა, წარმატებები, ჟორჟ…
შემდეგი სტატიაიგივე და იგივენი
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.