გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ორი მოგების შემდეგ შინ წააგო „ოსასუნასთან” — 1:2. მატჩი ქართველი მეკარისა და მისი გუნდისთვის უიღბლო გამოდგა. „ოსასუნამ” ანგარიში VAR-ის მიერ დანიშნული პენალტით გახსნა — გოლი აიმარ ოროსმა შეაგდო. მეორე ტაიმში „ღამურებმა” მეტოქეს აჯობეს, მის კართან მომენტები შექმნეს და მე-80 წუთზე უგო დურომ ანგარიში თავურით გაქვითა. შეხვედრის შინაარსიდან გამომდინარე დარჩენილი დროით თითქოს მასპინძლებს უნდა ეხეირათ, მაგრამ პირიქით მოხდა: „ოსასუნამ” 90+5 წუთზე კუთხური ჩააწოდა და ნაჩო ვიდალმა  მაკრატელასმაგვარი დარტყმით სტუმრებს სამი ქულა მოუტანა.

„ოსასუნას” მეორე გოლმა ვალენსიელთა დიდი აღშფოთება გამოიწვია. მათი რწმენით კუთხური, რომელმაც თამაშის ბედი გადაწყვიტა არ უნდა დანიშნულიყო. რუბენ ბარახას ფეხბურთელებს სწამთ, რომ ბოლოწამს სტუმარმა ფეხბურთელმა მათ კაპიტანს ხოსე ლუის გაიას ხელი ჰკრა და მსაჯს ის უნდა დაეჯარიმებინა. „ჩეების” კაპიტანმა ეპიზოდი გააპროტესტა, მაგრამ არბიტრმა მის აღშფოთებას ყურადღება არ მიაქცია. მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოოფილება გამოთქვა რუბენ ბარახამაც, მაგრამ უშედეგოდ.

ამ ეპიზოდის შესახებ კომენტარი თხოვეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს უგო დუროს, რომელმაც ასე უპასუხა: „მეტოქის მეორე გოლზე პატიოსნად რომ ვილაპარაკო თამაშს ერთი თვით ამიკრძალავენ. ამიტომ, ხმას არ ამოვიღებ”.