საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ შემტევი კარიერას ამსტერდამის „აიაქსში“ გააგრძელებს. როგორც ცნობილი გახდა, ნიდერლანდელები ჩვენიანი თავდამსხმელის სანაცვლოდ მეცს 18 მილიონ ევროზე და 5-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდნენ… ტრანსფერის დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, თუმც ამბავი იახლოეს საათებში უნდა გაოფიციალურდეს…
შეგახსენებთ, ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება და კლუბებმა ტრანსფერიც იქამდე უნდა დახურონ…გიორგი ხვალ ამსტერდამში სამედიცინო შემოწმებას გაივლის…
გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ სასარგებლოდ ფრანგულ ლიგა 1-ში უკვე მოასწრო ორი გოლის გატანა…
აუცილებლად სათქმელია, რომ აიაქსისთვის გიორგი მიქაუტაძე მესამე ქართველი იქნება, თავის დროზე ხომ ამსტერდამში შოთა არველაძე და გიორგი ქინქლაძე გამოდიოდნენ…